ევროლიგის მე-12 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 80:75 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
იტალიელებმა პირველი ტაიმი 11 ქულით წააგეს, მაგრამ მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშეს. გარდამტეხი მეოთხე პერიოდი იყო, რომელიც „ვირტუსმა“ 10 ქულით მოიგო.
თორნიკე შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 8 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.