„ბრაიტონი“ დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის 15-ვე მატჩში გაიტანა და გაუშვა გოლი - გვამცნობს Squawka.
ბოლო კლუბი, რომელსაც ასეთი შედეგი ჰქონდა „ვულვერჰემპტონი“ გახლდათ, 1934/1935 წლების სეზონში.
15 ტურის შემდეგ „ბრაიტონი“ პრემიერლიგის ცხრილში 25 ქულით მერვე ადგილზეა. დე ძერბის გუნდის გოლების სხვაობაა +5 (32 გატანილი, 27 გაშვებული).
დე ძერბი „ბრაიტონს“ 2022 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გასულ სეზონში გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და კლუბის ისტორიაში პირველად მოხვდა ევროთასებზე.