აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობს გიორგი გახარიას პარტიის განცხადებაზე, რომ დიმიტრი ცქიტიშვილი და თეონა აქუბარდია მოკლევადიანი პროექტი იყო.
„ჯერ სად არიან, სხვა წევრებიც განიცდიან ცხვირაბზუებულ დამოკიდებულებას გახარიას მხრიდან. ვადაგასულებად გამოაცხადა ახლა მისი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებიც წამოწეული ჰყავდათ მოლაპარაკე სახეებად მათ შორის. ვინც ღალატის აქტში ერთვება, ყველას შედეგი არის ეს.
აქუბარდიას და ცქიტიშვილის შემთხვევაში, ხელი შეაწმინდეს და ვადაგასულები უწოდეს, ბოლოს გახარიაზეც მისი დავალებების მიმცემები, ვინც ღალატი ჩაადენინა, ხელს შეიწმენდენ და ისევე მიაჩოჩებენ და მიატოვებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მშვიდად იხდის თავის სასჯელს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.