კიმ კარდაშიანი ახალ სერიალში ადვოკატ ლორა ვასერის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.
რეალითი შოუს ვარსკვლავი განქორწინების საკითხში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული იურისტის როლს მოირგებს.
ლორა ვასერის კარიერაში უამრავი ვარსკვლავის განქორწინებაა შესული, როგორებიც არიან, რაიან რეინოლდსი, ანჯელინა ჯოლი, ბრიტნი სპირსი, კევინ კოსტნერი და სხვები. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ლორა ვასერი ეხმარებოდა კიმ კარდაშიანს კანიე ვესტთან განქორწინებაში.
სერიალი Hulu-ზე გავა, იმავე არხზე, რომლეზეც ცნობილი რეალითი შოუ The Kardashians გადის. სერიალის პროდიუსერები რაიან მერფისთან ერთად თავად კიმ კარდაშიანი და კრის ჯენერი იქნებიან.