მელიამ პარტიის დაშლა რეგიონებიდან დაიწყო - აჭარის შემდეგ სამეგრელოს რიგი დგება

მელიამ პარტიის დაშლა რეგიონებიდან დაიწყო - აჭარის შემდეგ სამეგრელოს რიგი დგება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი გრძელდება, პარტია პროცესებს ვერ იჭერს, პარტიის დამფუძნებელი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ლიდერობაზე და გეგმად დასახა პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის იმ ხალხის დაბრუნება, რომლებიც ადრე პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ, დღეს მდუმარებაშია. პარტიაში კრიზისი იმდენად ღრმა არის, რომ გარდაუვალია პარტიის გაყოფა და, როგორც ჩანს, ეს პროცესი აჭარიდან დაიწყო.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის 9 წევრმა პარტია დატოვეს. ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ. მათ ახალი ორგანიზაციის შექმნასა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის თაობაზე არ უსაუბრიათ, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის მთავარ გეგმად „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება“ დასახეს. აჭარის შემდეგ უკვე სამეგრელოში იწყება პარტიის დაშლა.

„იქ, სადაც გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ არის, აღარ დავრჩებით. გვითხრეს, მანიფესტის ხელს თუ არ მოვაწერდით, პარტიაში ვერ დავრჩებოდით, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მანიფესტი მიმართული იყო პარტიის გახლეჩისკენ. რა თქმა უნდა, ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვეს საპყრობილე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

დაშლილი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, თინა ბოკუჩავა და ირაკლი ქავთარაძე კი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც 4-7 დეკემბერს ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ფორუმს, IDU-ს დაესწრებიან. პარტიის ცნობით ლევან ხაბეიშვილს ექნება ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები და მათ შორის IDU-ს პრეზიდენტთან სტეფან ჰარპერთან. 8 დეკემბერს კი, ნიუ-იორკში, პარტიის ლიდერები შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს.

პარტიაში მიმდინარე რღვევას და შიდა დაპირისპირებას კულუარებიდან მართავს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ხოლო კვიპროსიდან ოლიგარქი დავით კეზერაშვილი. ორივე ძალოვანი შეთანხმდა, რომ პარტიიდან სააკაშვილთან დაახლოებული ფიგურების ეტაპობრივად გარიცხვა დაიწყება. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ამბოხებულების ბანაკში გადაინაცვლებს გიორგი ბარამიძე, რომელიც, როგორც პარტიასთან დაახლოებული პირი, ამბობს, არ იზიარებს ხაბეიშვილის ხელით პარტიის მართვას და მისთვის ასევე მიუღებელია სააკაშვილის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება.

მიუხედავად იმისა, რომ პარტია დაშლილია ანა წითლიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია და 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობა“ ცოცხალი ორგანიზმია.

„2016 წელს ძლიერი ფრთა კი არა, საერთოდ 21 დეპუტატი და 21 ლიდერი წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები ახლა სად არიან, როგორი იყო მათი პროცენტული მაჩვენებელი და როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი. ამას საკუთარ თავში თვითონ უნდა გასცენ პასუხი. როდესაც არ გინდა არაფერი, მაშინ ვერანაირი შეთავაზება ვერ უზრუნველყოფს ერთიანობას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა“, - თქვა

ის პოზიცია, რომლის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მას როგორც უნდა, ისეთი გაანა წითლიძემ.

განსხვავებულია „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძდაწყვეტილება მიიღება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აქვე დასძენს, რომ თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიმართოს.

„რატომ არ მოაწერეს ხელი თანხმობის შეთანხმებას? ამ დოკუმენტს ლევან ხაბეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა ხელი მოაწერეს. 2016 წელს იმდროინდელი მენეჯმენტი, ბოკერიას გუნდი რომ ერქვა, რომ არ მოგვწონდა, ჩვენ ვთქვით და დავამთავრეთ, გავედით და შევქმენით პარტია. თვითმმართველობის არჩევნებზეც გავედით და პარლამენტშიც მოვხვდით, არ დანგრეულა ქვეყანა. რამდენი ხანი უნდა ანგრიო ან ანჯღრიო საკუთარი პარტია?!

გამოცდილებამ გვანახა, რომ ვინც საქართველოსთვის და რეჟიმის ცვლილებებისთვის იბრძვის, ისინი აუცილებლად ერთად იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ, ნიკა მელია და გუნდის ის წევრებიც, ვინც ნაწყენია, ვიქნებით ერთად საქართველოს გათავისუფლების ბრძოლაში, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავმჯდომარეობიდან გადაყენებულმა მელიამ პარტიის დაშლა რეგიონებიდან დაიწყო, თუმცა მიაღწევენ თუ არა ახალი თავმჯდომარის არჩევნებს, ეს რთული საკითხია. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პროცესი იმდენად ღრმად არის წასული, რომ მისი შეკავება შეუძლებელია. მისი თქმით, უკვე რეგიონებიდან კეთდება განცხადებები და მოთხოვნები რიგგარეშე ყრილობის გამართვასთან დაკავშირებით.

ძაბირაძის შეფასებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ხელმძღვანელობა კატეგორიულად წინააღმდეგია ყრილობის ჩატარების, სრულიად დამაჯერებლად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ხალხი, ვინც ყრილობის ჩატარებას ითხოვს პარტიას დატოვებენ.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მელიას გარეშე თუ მელასთან ერთად, გაიყოფა. ალბათ, უფრო მელიასთან ერთად გაიყოფა და შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი და, ალბათ, მელიას ლიდერობით. სხვა გამოსავალი ამათ არ აქვთ. როგორც არ უნდა მოხდეს და როგორ შეთანხმებამდე არ უნდა წავიდეს დღეს „ნაცმოძრაობის“ ეს ორი ფრთა, თუ ისინი დარჩებიან ფორმალურად მაინც, როგორც ერთიანი გუნდი, უფრო მძიმე არჩევნები ექნებათ, ვიდრე გაყოფის შემთხვევაში, იმიტომ, რომ მუდმივად მოხდება ერთმანეთის ბლოკირება. საარჩევნო პროცესის ნაცვლად იქნება მუდმივი დაპირისპირება პარტიაში და საქმეების გარჩევით იქნებიან დაკავებულები, რაც იმოქმედებს ამ პარტიის შედეგებზე. ამიტომ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა და ამ ეტაპზე ორივე მხარისთვის ჯობია, რომ გაიყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კლასიკური გაგებით, ეს არის კრიზისი, ვინაიდან მელია არ მიდის პარტიიდან და აშკარად ელოდება ისეთ პროცესებს, რომელიც მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს პარტიის რეიტინგი. მელიამ კარგად იცის, რომ ცალკე გასვლის შემთხვევაში არ ექნება ის რეიტინგი, რაც სააკაშვილის პარტიას აქვს და ამდენად, არ ჩქარობს.

„გამოვლინდა ის სურათი, რისი იმედით არ მიდიოდა. როგორც ჩანს, ადგილებზე, სადაც მისი ხალხია, ცდილობენ თავიდან დააყენონ არჩევნების საკითხი. ასე რომ, მელია იბრძვის და შიდა პარტიული ფრონტი აქვს გახსნილი. ვნახოთ, როგორ წავა ბრძოლა. პრინციპში, ბოლო პერიოდამდე იყო ეს შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ პარტია იშლება, მაგრამ უკვე სხვა პროცესები წამოვიდა წინა პლანზე - ეს მარტო დაშლა არაა, ეს არის ბრძოლა, როცა ერთი მხარე მეორესთან რაღაცა მექანიზმებით და ხერხებით დაპირისპირებას და მერე გამარჯვებას აპირებს, რაც პარტიას გაერთიანებას მოუტანს. თუ მელიას მომხრეებმა მიაღწიეს იმას, რომ დაინიშნა ხელახალი არჩევნები და მელია აირჩეს, რა თქმა უნდა, ეს მელიას უპირობოდ მოუტანს გამარჯვებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Gami ძალიან მაინტერესებს რამდენს უხდიან ძაბირაძეს და საყვარელიძეს " კომენTებში"?
5 თვის უკან