სპალეტი:

სპალეტი: "დი ლორენცომ მითხრა, რომ კვარაცხელია ვარჯიშზე მეორე ფლანგზე გადამეყვანა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა.

მან თქვა, რომ რუსეთში თავის ნაცნობებს ესაუბრებოდა და კვარას შესახებ აზრს ეკითხებოდა, სანამ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ გადავიდოდა:

„რუსეთში 5 წელი ვიმუშავე, სადაც ნაცნობებს ვურეკავდი და ყველა ერთ რამეს მეუბნებოდა: ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი, მაგრამ წარმოუდგენელი თვისებები აქვს. მაგრამ, ასეთს არ ველოდი, მას ჯერ კიდევ აქვს მომატების საოცარი პოტენციალი. ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ თამაში დი ლორენცოს უწევდა, რომელსაც ვკითხე: „დილო, როგორია?“ მან კი მითხრა: „მისტერ, მეორე ფლანგზეც ითამაშოს!“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ გასულ სეზონში ავარჯიშებდა და იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა, ხვიჩა კვარაცხელიას კი მისი ხელმძღვანელობით დიდებული სეზონი ჰქონდა.