ბერგომი:

ბერგომი: "ნაპოლი" არ არის "იუვენტუსი", ამიტომაც ჰქონდა მეტოქეს ბევრი სივრცე"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ „ნაპოლი“ – „ინტერის“ მატჩი (0:3) მატჩი შეაფასა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ არ არის „იუვენტუსი“, ამიტომაც მეტოქეს ბევრი თავისუფალი სივრცე დაუთმო.

„ნაპოლი“ თამაშის პირველ ნაწილში კარგი იყო, ერთი ტაიმი კარგად ჩაატარა, საგოლე მომენტები ჰქონდა. ფაქტია ის, რომ ორივემ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ ითამაშა, მაგრამ „ინტერმა“ იმ მატჩიდან 8 ფეხბურთელი შეცვალა. ინძაგის გუნდმა რთულ მონაკვეთებსაც კარგად გაუძლო.

„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მერე თამაში გართულდა. „ინტერში“ ნახევარმცველები ბევრ გოლს იტანენ, სახიფათო მომენტებს ქმნიან. თუმცა, ეს მეტოქეზეცაა დამოკიდებული, რადგან „იუვენტუსი“ ასეთ სივრცეებს, როგორც „ნაპოლიმ“ დათმო, არ გითმობს.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩავარდნა აქვს? მისმა სურვილმა და შიმშილის განცდამ გამარჯვებაზე, ბევრს შეგვაჩვია, მაგრამ სეზონის დასაწყისთან შედარებით მგონია, რომ უმატებს“, - თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.