ტოტი:

ტოტი: "სპალეტის შეუძლია იტალიის ნაკრებში დიდი საქმეები გააკეთოს"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეურიგდა.

როგორც ტოტიმ აღნიშნა, სპალეტის შეუძლია იტალიის ნაკრები დიდ წარმატებამდე მიიყვანოს:

„სპალეტის შეუძლია იტალიის ნაკრებს ბევრი რამ მისცეს, ის იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება. იტალიის ნაკრებს ყველანი ვგულშემატკივრობთ ევროპის ჩემპიონატზე და მოუთმენლად ველით ამ ტურნირს“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი და ლუჩანო სპალეტი ერთად „რომაში“ მუშაობდნენ, სადაც მათი ურთიერთობა კონფლიქტით დასრულდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ საჯაროდ შერიგდნენ.