კიევური კატლეტი

კიევური კატლეტი

ქათამს ვაცლით კანს და ცხიმს, ვათავისუფლებთ ძვლებისგან, ისე, რომ ფორმას არ ვუკარგავთ (ქათის ბარკლებიც შეიძლება, ერთი მთლიანი ბარკლისგან 1 ცალი გამოდის, უფრო ადვილი გასაკეთებელია). დავბეგვავთ, გავჭრით 2 ნაწილად, ერთი დიდი უნდა იყოს მეორე პატარა.

ვამარილებთ და ცოტა ხანს ვაჩერებთ. ამასობაში მოვამზადებთ შიგთავსს: დაახლოებით 50-100 გრამ კარაქს (ხორცის სიდიდის მიხედვით ) ვურევთ დაჭრილ ოხრახუშს, პილპილს და მარილს, მივცემთ ოვალის ფორმას და ვდებთ მაცივარში სანამ გამაგრდება.

შემდეგ ვიღებთ დიდ ფილეს, ნაპირზე დავდებთ მომზადებულ კარაქს, დავაპარებთ პატარა ფილეს, ისე რომ კარაქი დაფაროს, და გადავახვევთ დიდ ფილეში ყველა კუთხიდან, ვაძლევს ოვალურ ფორმას.

შემდეგ, გავთქვიფავთ კვერცხს 1 კოვზ წყალში, კატლეტს ამოვავლებთ კვერცხში, შემდეგ დაფხვნილ ორცხობილაში, 3-5 წუთი შევდებთ მაცივარში, ისევ ამოვავლებთ კვერცხსა და ორცხობილაში. ღრმა ტაფაში ვასხამთ ზეთს, ისე რომ დაფაროს კატლეტი და ადუღებულ ზეთში შევწვავთ. კარაქის შიგთავსის ნაცვლად, შეიძლება გამოვიყენოთ სულგუნიც.

ინგრედიენტები:

ქათამი,

ზეთი

კარაქი

ოხრახუში (სვა მწვანილიც შეიძლება),

კვერცხი,

ორცხობილა,

პილპილი,

მარილი.

მისაყოლებლად რეკომენდირული ღვინო: საფერავი.