გოგა ბითაძე

გოგა ბითაძე "ინდიანასთან" ორმაგ დუბლთან ახლოს იყო, "ორლანდომ" ზედიზედ მესამედ მოიგო

„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად „ინდიანა“ 128:116 დაამარცხა.

„ორლანდომ“ პირველივე ტაიმში მოიპოვა დიდი უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარი 22 ქულით წააგო, მაინც დამაჯერებლად მოიგო, რადგან საწყის ორ მეოთხედში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა.

გოგა ბითაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 22 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლთან ახლოს იყო - 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც „ორლანდოს“ 24 ქულა შესძინა, ხოლო „ინდიანაში“ ჯორდან ნვორა გამოირჩა 19 ქულით და 5 მოხსნით.

„ორლანდო მეჯიქი“ 8 მოგებით და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, „ტორონტოსთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.