საქართველოში შიდსის შემთხვევები მატულობს

საქართველოში შიდსის შემთხვევები მატულობს

გასულ წელს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის 163 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 63 ერთეულით მეტია.

ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა კვლავ მამაკაცებზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა გადანაწილება ძირითადად თბილისზე, სამეგრელოსა და აჭარაზე ხდება.

წინა წლებში დარეგისტრირებული 523 მამაკაციდან და 115 ქალიდან, 118 გარდაიცვალა.

გავრცელებული მოსაზრებით, საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა არაოფიციალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია.