57 წლის გორდონ რამზი მამა მეექვსედ გახდა

57 წლის გორდონ რამზი მამა მეექვსედ გახდა

ცნობილი ბრიტანელი მზარეული გორდონ რამზი მეექვსედ გახდა მამა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რამზის და მის ცოლს ტანას ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ჯესი დაარქვეს. რამზიმ მიანიშნა, რომ ეს მათი ბოლო შვილი იქნება.

„3 ბიჭი, 3 გოგო... მოვრჩით“, - დაწერა 57 წლის მზარეულმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ტანა და რამზი 1996 წელს დაქორწინდნენ. მათი უფროსი ქალიშვილი მეგანი 20 წელს არის გადაცილებული. მათ ასევე ჰყავთ ტყუპი - ჯეკი და ჰოლი, ქალიშვილი ტილი და ვაჟი ოსკარი.