„გორბის“ კვლევა ბუნებრივია ეჭვს არ იმსახურებს. თან ჩვენ უამრავი კვლევა გვაქვს ამის იქით, რაც გვიმყარებს იმის რწმენას, რომ არის ნამდვილი და სწორედ ეს მონაცემებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„სამწუხაროდ, ვერც ერთი სხვა პარტია, გარდა ნაცმოძრაობისა ვერ ლახავს ბარიერს. ნაცმოძრაობა კვლავ რჩება მეორე პარტიად. ეს ყველა ვარიანტში ცუდია, რადგან იმდენად მძიმე წარსული აქვს ამ ე.წ. პარტიას, რომ ვფიქრობ, დროა სხვა ჯანსაღი პარტია არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ და იქნება ორიენტირებული ეროვნულ ინტერესებზე“, -აღნიშნა მდინარაძემ.
„გორბის“ კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ.