პაველ დუროვი: დასავლეთ ევროპულმა მთავრობამ მიმართა Telegram-ს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუმინეთში კონსერვატიული ხმები გაგვეჩუმებინა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი

პაველ დუროვი: დასავლეთ ევროპულმა მთავრობამ მიმართა Telegram-ს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუმინეთში კონსერვატიული ხმები გაგვეჩუმებინა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი

დემოკრატიის განადგურებით „დემოკრატიის დაცვა“ შეუძლებელია. არჩევნებში ჩარევით „არჩევნებში ჩარევას“ ვერ შეებრძოლები. ან გაქვს სიტყვის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები, ან - არა, - წერს Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი.

მისივე განცხადებით, რუმინელი ხალხი იმსახურებს სიტყვის თავისუფლებასა და სამართლიან არჩევნებს.

„დასავლეთ ევროპულმა მთავრობამ (გამოიცანით რომელმა) მიმართა Telegram-ს და მოგვთხოვა, რომ დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუმინეთში კონსერვატიული ხმები გაგვეჩუმებინა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი. Telegram-ი არ შეზღუდავს რუმინელი მომხმარებლების თავისუფლებას და არ დაბლოკავს მათ პოლიტიკურ არხებს.

დემოკრატიის განადგურებით „დემოკრატიის დაცვა“ შეუძლებელია. არჩევნებში ჩარევით „არჩევნებში ჩარევას“ ვერ შეებრძოლები. ან გაქვს სიტყვის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები, ან - არა. რუმინელი ხალხი ორივეს იმსახურებს“, - წერს პაველ დუროვი.