ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღიარებული იქნა, რომ ძალიან უკიდურესად უარყოფითი მოვლენები ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სწორედ USAID, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ რომ არ გადმოიდგას არავითარი დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ უკვე სერიოზული სარგებელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი დარწმუნება იმაში, რისიც ისედაც სჯეროდათ. ჩვენ ეს გზავნილები ისედაც გაჟღერებული გვქონდა საზოგადოების წინაშე, ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი და ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.