დიპლომატი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ბატონმა ჰერჩინსკიმ ვითომ ეს იცის. იმ კითხვაზე, რომელზე პასუხის გაცემაც არ აწყობდა განაცხადა, რომ მე არ ვერევი ქვეყნის შიდა საქმეებშიო, თუმცა იმავე წუთში დაარღვია ეს პრინციპი და განაცხადა, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა.
„ვინ არის ახლა ევროკავშირის კომისარი თავდაცვის საკითხებში - ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი ბატონი კუბილიუსი. გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ არ აწყობს ევროპას ომის დამთავრება. ეს გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტ იარაღს დააგროვებს და აწარმოებს რუსეთი და მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ შემდეგ შეუტიოს ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა თვითონ თავიდან მოიშოროს საფრთხე. ლიბერალ-გლობალისტების აღზრდა, განათლება, მათი აზროვნების წესი ისეთია, რომ ასეთ პოზიციაზე უნდა იდგნენ, როგორ პოზიციასაც ახლა გამოხატავენ“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.