ლეგენდარული ჯგუფის The Beatles ბოლო კომპოზიცია Now and Then დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტის ლიდერი გახდა. ამის შესახებ კომპანია Official Charts-ი იტყობინება.
2 ნოემბერს, სიმღერის რელიზის დღეს, კომპოზიცია ჩარტის 42-ე ადგილზე იყო, ლიდერი კი 10 ნოემბერს გახდა. ამგვარად The Beatles-ის წევრებმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს და ბრიტანეთის ოფიციალური ჩარტის ლიდერები მეთვრამეტედ გახდნენ.
სიმღერა Now And Then ჯონ ლენონმა 70-იან წლებში დაწერა. კომპოზიცია დაუსრულებელი რჩებოდა ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო, თუმცა წელს ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააუმჯობესეს.
ლენონის ვოკალის გარდა, კომპოზიციაში ჯორჯ ჰარისონის გიტარის პარტიაც ისმის, რომელიც მან ამ სიმღერაზე მუშაობისას თითქმის 30 წლის წინ ჩაწერა. დრამზე რინგო სტარი უკრავს, მაკარტნი კი ფორტეპიანოსა და სოლო გიტარაზე. ამასთან, სტარმა და მაკარტნიმ ბექ-ვოკალის პარტიებიც შეასრულეს.