Nintendo და Sony Pictures-ი პოპულარული ვიდეოთამაშის „ზელდას ლეგენდა“ (The Legend of Zelda) მიხედვით ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურათის რეჟისორი ვეს ბოლი იქნება, პროდიუსერები კი თამაშის დიზაინერი შიგერუ მიამოტო და ავი არადი იქნებიან. ფილმის სიუჟეტისა და მასში მონაწილე მსახიობების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.
„ზელდას ლეგენდა“ Nintendo-ს ყველაზე პოპულარული ფრანშიზაა „სუპერ მარიოს“ შემდეგ.