ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით“ Sotheby's-ის აუქციონზე 139,364 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, ეს პიკასოს ნახატებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია.
ნახატის სასტარტო ფასი 120 მილიონი დოლარი იყო. ის შესრულებულია ზეთით ტილოზე 1932 წელს.
ნახატზე წარმოდგენილია მხატვრის საყვარელი ქალი, ფრანგი მოდელი მარი-ტერეზ ვალტერი. 17 წლის პიკასომ ის პარიზში 1927 წელს გაიცნო.
პიკასოს ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად კვლავ რჩება „ვერსია ო“ „ალჟირელი ქალების“ სერიიდან, რომელიც 2015 წელს Christie's-ის აუქციონზე 179 მილიონ დოლარად გაიყიდა.