„ცუდი გოგოების“ რიმეიქის პირველი თრეილერი გამოვიდა

„ცუდი გოგოების“ რიმეიქის პირველი თრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Paramount-მა კომედია „ცუდი გოგოების“ რიმეიქის პირველი თრეილერი წარადგინა.

სიუჟეტი 2004 წლის ორიგინალური ფილმის ისტორიას იმეორებს, თუმცა, მიუზიკლის ელემენტებს შეიცავს. სცენარი ტინა ფეის ეკუთვნის, რომელიც პირველ ფილმზე მუშაობდა. ფეი ასევე დაუბრუნდება სკოლის მასწავლებლის როლს, რომელიც 2004 წლის სურათში შეასრულა.

მთავარ როლს რიმეიქში ენგაური რეისი ასრულებს (ორიგინალში ამ როლს ლინდსი ლოჰანი ასრულებდა). ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯენა ფიშერი და რენე რეპი.

ფილმის პრემიერია 2024 წლის იანვარში შედგება.