ჰოლივუდის მსახიობებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ჰოლივუდის მსახიობებმა გაფიცვა შეწყვიტეს

აშშ-ის მსახიობთა გილდიამ (SAG-AFTRA) კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან (AMPTP) შეთანხმებას მიაღწია და გაფიცვა შეწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება მინიმალური ხელფასების გაზრდასა და მსახიობების ხელოვნური ინტელექტისგან დაცვის „უპრეცედენტო“ ზომებს ითვალისწინებს. შეთანხმებაში ასევე გაწერილია ბონუსები სტრიმინგ-სერვისების პროექტებში მონაწილეობისთვის.

„ექსტრაორდინარული მასშტაბის შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც SAG-AFTRA-ს ნებისმიერ წევრს მდგრადი კარიერის შენების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავენ გილდიაში.

მსახიობების გაფიცვა 14 ივლისს დაიწყო და 118 დღე გრძელდებოდა, რაც ახალი რეკორდია. აქამდე, მსახიობთა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა 1980 წელს დაფიქსირდა და 95 დღე გაგრძელდა.