რეჟისორ რიდლი სკოტის შემდეგი ფილმი ვესტერნი იქნება. ამის შესახებ World of Reel-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა სურათი კრეიგ ზალერის რომანის „გახლეჩილი მიწის მოჩვენებები“ იყოს. ახლა სკოტის გუნდი ლოკაციებს ეძებს. პროექტის სხვა დეტალები უცნობია.
მანამდე კი, 2 კვირაში სკოტის „ნაპოლეონის“ პრემიერა შედგება, რომელშიც საფრანგეთის იმპერატორის როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.