„ოქროს ჟოლოს“ ნომინანტი ფილმ „ბარბიჰაიმერს“ გადაიღებს

„ოქროს ჟოლოს“ ნომინანტი ფილმ „ბარბიჰაიმერს“ გადაიღებს

ამერიკელი რეჟისორი ჩარლზ ბენდი გადაიღებს ფილმს სახელწოდებით „ბარბიჰაიმერი“ - მცირებიუჯეტიან კომედიას, რომელიც „ბარბისა“ და „ოპენჰაიმერის“ ერთდროული პრემიერის შესახებ შექმნილი მიმებით არის შთაგონებული. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბენდი აღიარებს, რომ სურათს იღებს იმისთვის, რომ გრეტა გერვიგისა და კრისტოფერ ნოლანის ფილმების წარმატებაზე ფული იშოვოს.

„ეს 100%-ით სიმართლეა. თუმცა ამავდროულად ეს არის შესაძლებლობა ამ ორი ფილმის უჩვეულო შეერთებით გავერთო. კაშკაშა „ბარბი“ და პირქუში „ოპენჰაიმერი“ კარგი საფუძველია შავი იუმორისთვის“, - ამბობს ბენდი.

სიუჟეტის მიხედვით თოჯინა-მეცნიერი ბემბი ჯეი ბარბიჰაიმერი თავის შეყვარებულ ტვინკ დოლმენთან ერთად დოლტოპიაში ცხოვრობს. ეს უსასრულო ზაფხულისა და წვეულებების სამყაროა. მაგრამ ბარბიჰაიმერი ადამიანების სამყაროში გამგზავრებას გადაწყვეტს, რათა დასაჯოს ადამიანები იმის გამო, რომ ბავშვები თოჯინებს ცუდად ექცევიან. ამისთვის კი მეცნიერი გიგანტური ატომური ბომბის აშენებას გეგმავს.

ფილმის ბიუჯეტი მილიონ დოლარზე ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბენდი ანტიპრემია „ოქროს ჟოლოზე“ იყო წარდგენილი, კატეგორიაში „ყველაზე ცუდი რეჟისორი“.