შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

11 ოქტომბერს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოში მოქმედ 35–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართების, ღობეების დამიწათხრილების მონტაჟის შედეგად შექმნილი ვითარება.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათი რეკომენდაციები მოისმინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ანალოგიური ტიპის შეხვედრების მომავალში გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.