The Beatles-ის კომპოზიციაზე Now and Then, რომელსაც ჯგუფის უკანასკნელ სიმღერას ეძახიან, ვიდეორგოლი „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო. ამის შესახებ Billboard-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიდეორგოლი 3 ნოემბერს გამოქვეყნდება, ტრეკის გამოსვლიდან 1 დღის შემდეგ. პრემიერმა კი Beatles-ის YouTube-არხზე შედგება.
როგორც Billboard-ი წერს, ვიდეო მაყურებლებს ჯგუფის წევრების ერთმანეთისადმი სიყვარულს აღწერს და მასში საარქივო კადრები იქნება გამოყენებული, რომლებიც ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო Now and Then-ზე მუშაობენ.
Now and Then-ს საფუძვლად 1978 წელს გაკეთებული დემო-ჩანაწერი დაედო, რომელზეც ლენონი სიმღერას ფორტეპიანოს აკომპანემენტით ასრულებს.
ლენონის მკვლელობის შემდეგ, მისმა ქვრივმა იოკო ონომ მუსიკოსის დემო-ჩანაწერები The Beatles -ის წევრებს გადასცა. 1990-იანებში მათ ამ ჩანაწერებიდან ორ სიმღერაზე იმუშავეს, რომლებიც გამოიცა სახელწოდებებით Free as a Bird და Real Love. მუსიკოსებმა Now and Then-ზეც დაიწყეს მუშაობა, მაგრამ პროცესი ჯორჯ ჰარისონის სურვილით შეწყდა. მოგვიანებით მაკარტნიმ განაცხადა, რომ სიმღერის დასრულება მაინც სურს.
სიმღერა 2 ნოემბერს გამოვა.