აშშ-ში ქალმა ჰელოუინისთვის 180-კილოიანი გოგრა ტეილორ სვიფტად აქცია

აშშ-ში ქალმა ჰელოუინისთვის 180-კილოიანი გოგრა ტეილორ სვიფტად აქცია

35 წლის ოჰაიოელმა ქალმა, რომელიც ჰელოუინისთვის თავის გოგრებს ორიგინალურად ხატავს ხოლმე, გადაწყვიტა, ამჯერად ახალ მუზად ტეილორ სვიფტი შეერჩია. შედეგად ტეილორ სვიფტი ოქტომბერში მილიარდერთან ერთად 180-კილოიან გოგრადაც იქცა!

"ეს მგონი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, რომელიც დღემდე შემიქმნია. ვფიქრობ, ტეილორს მოეწონებოდა. მრგვალი, 400-ფუნტიანი სადღესასწაულო გოგრისთვის, ვფიქრობ, მშვენიერია", — ამბობს დეკორაციის შემქმნელი ჯენეტ პარასი.

ჯენეტი გოგრას 12 საათის განმავლობაში აკრილის საღებავებით ხატავდა. გოგრისთვის თმის დასამზადებლად კი 9 პარიკი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ პარასი გოგრებს ქველმოქმედებისთვის — მკერდის კიბოს მქონე ადამიანების დასახმარებლად და დაავადების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ამზადებს.

პარასი ერთადერთი ადამიანი არაა, ვინც ჰელოუინისთვის შთაგონების წყაროდ ტეილორ სვიფტი და მისი შემოქმედება გამოიყენა. ამერიკელთა ეზოებში სვიფტის ალბომებით, სიმღერებითა და ჩაცმულობით შთაგონებულ დეკორაციებს ხშირად შეხვდებით.

საინტერესოა, ჰელოუინისთვის თვითონ ტეილორ სვიფტი როგორ კოსტიუმს მოირგებდა ან თავის ეზოს როგორ მოაწყობდა?