ზუგდიდში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია დაჭრეს.
ექიმების განმარტებით, ფაცაცია საფანტით ბეჭის არეში იყო დაჭრილი, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი ვერსიით, ფაცაციას ნათესავს თოფი შემთხვევით, წმენდისას გაუვარდა.
მეორე ვერსიით კი, ნათესავმა ყოფილ პრემიერს კამათისას ესროლა.