კალაიო:

კალაიო: "კვარაცხელიასთვის ეს ფეხბურთელი ფუნდამენტურია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის მარიო რუი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

„მარიო რუი ფუნდამენტურია კვარასთვის, ისევე, როგორც „ნაპოლისთვის“, მე ოლივერას მირჩევნია. მან იცის სწორად თამაში. კვარა კი გასაოცარი ფეხბურთელია, ისევე, როგორც ლეაუ. პორტუგალიელს ძალიან სწრაფად შეტევა შეუძლია, ქართველი კი ბურთით არის ძალიან სწრაფი, ჩვენ გადამწყვეტ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ. როდესაც ლეაუ და კვარა ფორმაში არ არიან, მათ გუნდებსაც უჭირთ“, - თქვა კალაიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.