სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ სეზონის სტარი იდეალური აქვს - თურქულმა კლუბმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო.
კონფერენს ლიგის მესამე ტურში „ფენერმა“ შინ „ლუდოგორეცი“ 3:1 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ისმაილ კარტალის გუნდმა 18 თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო! მართლაც, საოცარი შედეგია.
„ფენერბაჰჩემ“ 9 ტურში 9 გამარჯვება მოიპოვა თურქეთის ჩემპიონატში, ხოლო კონფერენს ლიგაზე 9-დან 9-ჯერ იმარჯვა (3 მოგება ჯგუფში, 6 საკვალიფიკაციო ეტაპზე). სტამბოლელთა სერია 26 ივლისიდან იწყება, როდესაც სეზონში პირველი მატჩი ჩაატარეს.