ლუის ენრიკე: „ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი!“

ლუის ენრიკე: „ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი!“

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალიტებს აზრი გაუზიარა.

„ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი! ყველაფერი ჩვენი შეცდომებით დაიწყო, პირველ 20 თუ 25 წუთში თავდაუჯერებელნი გახლდით. კილიანის გოლმა დაგვამშვიდა. ვფიქრობ, მეტოქეებზე უკეთესები ვიყავით.

ამ დონის მატჩში შეუძლებელია მთელი თამაშის განმავლობაში დომინირება. დაცვაში არ ჩავვარდნილვართ, მაგრამ არც სრულყოფილები ვიყავით. ამიტომ მეტოქის ნახევარზე ყოფნის ნაცვლად, საკუთარზე მეტი დრო გავატარეთ.

ვფიქრობ, მეორე ტაიმში ფეხბურთელები წნეხისგან უფრო გათავისუფლდნენ. თავდაჯერებულობა მოემატათ დაც საბოლოოდ, დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ", - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს პსჟ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამჟამად პსჟ F ჯგუფში ექვსი ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. „მილანი,“ თავის მხრივ, ორი ქულით ბოლო ადგილზეა.