რატომღაც სოციალურ ქსელში ისევ გაჩნდა შარშან 17 მაისს "ელგებეტეს" აქციის შემდეგ გადაღებული კოტე ყუბანეიშვილის ვიდეო, სადაც ის შუა რუსთაველზე მინიმიტინგის ჩატარებით არის დაკავებული. ვისაც ეს ვიდეო ნანახი არ აქვს, გავახსენებთ, ის ამბობს:
- მე ხომ საბას პრემიას მოვუ... დედის ტრ...ი. მაგრამ, ხალხო, გამოფხიზლდით, თქვენ გეხებათ, თქვენს შვილებს, არავითარი ევროპა და ამერიკა. მე ვითხოვ საქვეყნოდ რომ აღარ ვარ ქართველი და აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება! სამოცდაერთი წლისა ვარ და სამოცი წლის განმავლობაში ხმას ხომ არ ვიღებდი და ახლა ვაცხადებ რა! აი, ის ლექსი რომ დავწერე:
"ჩვენა ვართ პატარა ერის შვილები,
დიდი ერების მუდამ თანმხლები,
მაიმუნები, ვირიშვილები,
ნაბოზრები და ნაჩათლახარი".
ამის შემდეგ ინტერესი გაგვიჩნდა, გაგვერკვია, როგორ შეასრულა ამ სიტყვების პატრონმა, კოტე ყუბანეიშვილმა თავისი სიტყვა, საქართველოშია თუ მართლა წავიდა სხვა ქვეყანაში? ვურეკავთ და ის ტელეფონს იღებს:
საქართველოდან წასვლას აპირებდით, ისევ აქ ხართ?
- არ ვიცი, ეგ განცდა იმ მომენტში იყო, ამდენი რამე რომ ვნახე მაშინ, ძაან ბევრი გაბრაზებული და გამხეცებული "მოკალი" და "ჩაქოლე" ქართველი, მაშინ იმ მომენტში შემრცხვა და ეს განცდა, რა თქმა უნდა, პერმანენტული არ მაქვს, მაგრამ მერე ჩემი გადაადგილება ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე მინდა, თუ არ მინდა, ზოგჯერ რაღაცების მიწევს გაკეთება.
ანუ, არ გინდათ ქართველობა, მაგრამ მაინც ხართ ქართველი?
- ნუ, აბა, რაა, რა ვქნა? ფრანგი ვერ გავხდები და ამერიკელი, ვერავინ სხვა ვერ გავხდები, ვინც ვარ, ის ვარ. უბრალოდ, ზოგჯერ საქართველოში ქართველები რომ კარგად იქცევიან, მიხარია, როცა ცუდად იქცევიან, არა. მე მგონი, სრულიად ბუნებრივი განცდაა.
მაშინ მე და თქვენ ერთად ვიყავით იმ აქციაზე და იქ "ელგებეტეს" იცავდით.
- მე რა შუაში ვარ "ელგებეტესთან"? მე უბრალოდ, შემთხვევით მოვხვდი იქ და დავინახე, ხომ არ ვიცოდი, იქ რა ხდებოდა? ვინ არის "ელგებეტე" და ვინ არ არის? დავინახე, რომ უამრავი გაბრაზებული და წელს ზემოთ ტიტველი "მუსკულებიანი" ახალგაზრდა ბიჭები უპირებენ მოკვლას ორ პატარა გოგოს და ერთ წვერმოშვებულ გრძელთმიანს, არ ვიცი, ეს "ელგებეტეა" თუ "ელჯებეტე".
მოკვლას უპირებდნენ?
- არ ვიცი, ვერ დავინახე, თუმცა ძალიან მაინტერესებდა მათი ნახვა, მაგრამ დავინახე, ვიღაც "ენჯეოშნიკები", ვიღაცა გაბრაზებული და ისინი, მორბენალი ისინი და პატარა ბავშვები იცავდნენ თავს და ყვიროდნენ, არა ვართო. მერე პატარა გოგომ მითხრა, ბიძია, მეშინიაო და ამან აღმაშფოთა. ხოდა, სხვა დანარჩენი მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ტელევიზორში ვნახე ჩემი თავი, მერე უკვე სპეციალურად მივედი აქციაზე და გამოვხატე ჩემი აზრი, რომ თუ ვინმეს უნდა, იაროს, მაინცდამაინც ქაშუეთთან და მაინც ხარებას არა და ჩვეულებრივ დროს ყოველთვის იყო ეგ ყველანაირი ისეთიც და ისეთიც.
"ელგებეტე" აქციის მონაწილეებს იმიტომ დაუპირისპირდა ხალხი, რომ გარყვნილების პროპაგანდას ეწეოდნენ. არის თუ არა ეს ხალხი გარყვნილი?
- არა, არა, საცოდავი ხალხია და არის უბრალოდ ხალხი, ვინც მაგათზე ფულს აკეთებს, იმიტომ რომ ევროპის ნორმებია, რომ უმცირესობასაც ჰქონდეს უფლება თავისი აზრის გამოხატვის.
და გამოხატონ მერე წყნარად და ჩუმად თავისთვის, რატომ რუსთაველზე და ასე სახალხოდ, თანაც პროპაგანდის ელემენტებით?
- მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და ვისაც ამის წინააღმდეგ ასეთი რეაქცია აქვს, იმათ ეტყობა რაღაც პრობლემა აქვს თვითონ. ამაშია საქმე, თორემ ეს რომ წყნარად და ნორმალურად დამჯდარი აზრით გაიაზროს ადამიანმა, ამასში არც არაფერი ისეთი არ არის. სულ ხდებოდა, "პაგრომები", "ნაჯახებით" მოდიოდნენ და ქრისტიანები ხოცავდნენ ებრაელებს. ნაჯახით ქრისტიანი რაღა ქრისტიანია, რომელიც კაცის მოსაკლავად მიდის? მაგრამ ამას მასონები და ებრაელები ერქვა, რაღაცებს იგონებს ხალხი. უცებ ერთი დაიყვირებს "ჩაქოლე" და თან როცა ეს "ჩაქოლეს" ყვირის, სასულიერო პირი, ვინც უნდა მოუწოდოს, რომ არ ჩაქოლო, და "ტაბურეტკა" უჭირავს ხელში, იმას რა მოეთხოვება?
კი, მაგრამ რატომ აღიზიანებენ ხალხს? წეღანაც ბრძანეთ, ვიღაცები ამით სარგებლობენო.
- კი, ნამდვილად სარგებლობენ და თავის აქციებს ატარებენ. თქვენც იმიტომ ხართ ჟურნალისტები, რომ გააშუქოთ ეს ამბები.
აბსოლუტურად ნორმალურად ვაშუქებთ, ოღონდ ეს მიგვაჩნია იმ ქმედებად, რაც ჩემს კულტურას, ტრადიციას მინგრევს და ამიტომ მიუღებელია მსგავსი ქცევა.
- გეები ჩემთვისაც მიუღებლები არიან და "ბეებიც" და მაგათი დედა მოვ...ნ ყველასი, ვინც საქართველოში ნორმალურად არ იქცევა და მე საქართველოში ჯერ ნორმალურად მომქცევი ვერ ვნახე.