რავანელი:

რავანელი: "როგორც "ვერონასთან", ამჯერადაც "ნაპოლის" ლიდერი კვარაცხელია იყო"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. როგორც მან თქვა, ქართველმა კიდევ ერთხელ შეძლო „ნაპოლის“ ლიდერობა.

„კვარაცხელიას ლიდერის დამოკიდებულება ჰქონდა თამაშში, როგორც „ვერონასთან“, ამჯერადაც გუნდს ულიდერა. მისის შემოქმედებით დაიბადა გოლი, დიდი ჩემპიონის მოქმედება იყო, რაშიც ძლიერი ხასიათიც ჩანდა“, - თქვა რავანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.