გოზენსი:

გოზენსი: "კვარაცხელიას ერთი შესანიშნავი თამაშიც იკმარეს გოლისთვის, ეს არის დიდ გუნდებთან სხვაობა"

„უნიონ ბერლინის“ მცველმა რობინ გოზენსმა „ნაპოლისთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დიდ გუნდებს პატარა გუნდებისგან სწორედ ის განასხვავებთ, რომ ერთი საგოლე მომენტიც ჰყოფნით გოლის გასატანად.

„მატჩის ბოლოს გულშემატკივრებმა ტაში დაგვიკრეს, მათთან მისვლის კი გვრცხვენოდა... ზედიზედ მეცხრე წაგებაა, ძალიან უცნაური და რთული, ძნელად ასახსნელი სიტუაციაა. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მეორე ტაიმში კი ჩვენს კართან ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში საკმარისი იყო მათთვის გოლის გასატანად. ეს არის განსხვავება დიდ გუნდებთან, მათ მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი სჭირდებათ გოლის გასატანად, მაშინ, როცა ჩვენ გოლის გასატანად ბევრი მომენტი გვჭირდება“, - თქვა გოზენსმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი ასეთია: 11 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანთან“ გამართავს.