„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ბერლინის „უნიონთან" მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ვიცით, რომ „უნიონს“ ბოლო დროს საუკეთესო დრო არ ჰქონია, თუმცა გასულ სეზონში მათ შესანიშნავი კამპანია ჩაატარეს და ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი დაიმსახურეს.
ახლა რთული პერიოდი უდგათ, მაგრამ ვიცით, რა კარგი გუნდია. ჰყავთ შესანიშნავი მოთამაშეები, მათ შორის საერთაშორისო დონისაც. დიდ პატივს ვცემთ მათ, მაგრამ ბერლინში მოსაგებად ჩამოვედით.
მზად ვართ ამ თამაშისთვის. „რეალთან“ მატჩში დაკარგული ქულები უნდა ავინაზღაუროთ და ამას სამშაბათს ვეცდებით.“ - ციტირებს გარსიას სიტყვებს „ნაპოლის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ორი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ C ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 6 ქულით „რეალი“ ლიდერობს, 3ქულა აქვს „ბრაგასაც,“ „უნიონი“ კი ჯერ-ჯერობით უქულოდაა.
„უნიონისა” და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, 24 ოქტომბერს გაიმართება ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.