ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ განაცხადა, რომ „ნაპოლისთვის“ მთავარი ისაა, რომ ნამდვილი ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნამდვილი კვარაცხელია ბრუნდება, რომელიც გასული სეზონის პირველ ნახევარში „ნაპოლის“ მამოძრავებელი ძალა იყო. თუმცა, შემდეგ რაც პრესკონფერენციაზე ვნახეთ დე ლაურენტისის საქციელით, მე ვიტყოდი, რომ პირველივე უარყოფით შედეგზე გარსიას ისევ გათავისუფლება დაემუქრება“, - თქვა საბატინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება.