რუბენ ბარახა:

რუბენ ბარახა: "მამარდაშვილმა თავიდან გაურკვევლობა აგვარიდა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „კადისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველმა მეკარემ ზრდა უნდა გააგრძელოს.

„იყო რამდენიმე მომენტი, რომლებშიც გიორგი ძალიან კარგი იყო და თავიდან აგვარიდა 2:1 და გაურკვევლობა, რაც ბოლო წუთებში გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა, თუმცა „კადისს“ 85-ე წუთამდე კარში არ დაურტყამს. მშრალად შენახული კარი ყოველთვის გაძლევს თავდაჯერებას. ის 23 წლის მეკარეა, რომელმაც ზრდა და გაუმჯობესება უნდა გააგრძელოს“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა, 10 მატჩში კი 11 გოლი აქვს გაშვებული. „ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 14 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდენო ტურში 29 ოქტომბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.