„ტოტენჰემს“ 63 წლის განმავლობაში სეზონის საუკეთესო სტარტი აქვს. მაშინ გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა

„ტოტენჰემს“ 63 წლის განმავლობაში სეზონის საუკეთესო სტარტი აქვს. მაშინ გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა

ორშაბათს, 23 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-9 ტურში, „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად დაამარცხა „ფულემი“ (2:0). ამრიგად, ლონდონურმა გუნდმა ანგელოს პოსტეკოღლუს ხელმძღვანელობით ცხრა თამაშის შემდეგ 23 ქულა დააგროვა.

ეს „ტოტენჰემის“ სეზონის საუკეთესო დასაწყისია 1960 წლის შემდეგ, როდესაც გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის ცხრა მატჩიდან ცხრავე მოიგო და შემდეგ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამ დროისთვის „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალს“ ორი ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი სპეციალისტი, ანგელოს პოსტეკოღლუ კლუბში გასული ზაფხულიდან მუშაობს.