ვან დერ ვაარტი:

ვან დერ ვაარტი: "აიაქსს" "ექსელსიორის" დონის ფეხბურთელები ჰყავს, გავარდნის კანდიდატია"

ვეტერანმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა განაცხადა, რომ „აიაქსი“ გავარდნის კანდიდატია და „ექსელსიორის“ დონის ფეხბურთელები ჰყავს.

„მე სტეინს არ გავათავისუფლებდი და მუშაობის გაგრძელების საშუალებას მივცემდი. რა უნდა გააკეთოს მან? მას „ექსელსიორის“ დონის ფეხბურთელები ჰყავს, არ არიან საკმარისად კარგი ფეხბურთელები. საბოლოოდ, მწვრთნელი ყოველთვის პასუხისმგებელია, მაგრამ მას სიტუაციაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ 20%-ით შეუძლია, დანარჩენი ფეხბურთელების საქმეა. „აიაქსი“ მეტოქეებს ბევრ სივრცეს უთმობს, როცა ბურთს კარგავენ, არავინ არაფერს აკეთებს, ეს შემაშფოთებელი და გაუგებარია. „აიაქსი“ ამჟამად ნამდვილად არის გავარდნის კანდიდატი“, - თქვა ვან დერ ვაარტმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ ერედივიზიონში 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.