გოგა ბითაძის კარგი თამაში

გოგა ბითაძის კარგი თამაში "ფლამენგოსთან", "ორლანდომ" პრესეზონი დაასრულა

„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს პრესეზონზე ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ძალიან ადვილად, 109:76 აჯობა.

ამერიკელები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და შედეგიც სრულიად ლოგიკურია.

კარგი თამაში ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც 21:48 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

„ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს 2023-2024 წლების სეზონის პირველ ტურში 26 ოქტომბერს, შინ „ჰიუსტონ როკეტსს“ დაუპირისპირდება.