ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზისა და ქორწინების შემდეგ ნეაპოლში დაბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
კასტელ ვოლტურნოში საწვრთნელ პროცესს დაესწრო „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც ამ ჟესტით გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოს მატჩს 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონასთან“ ჩაატარებს.