ქრისტიან მალდინი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანეს

ქრისტიან მალდინი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანეს

იტალიური სპორტული მას-მედიის ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა მცველი ქრისტიან მალდინი კლუბი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანეს.

კლუბის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის სხვა მოთამაშეებთან ერთად ტურინის „იუვენტუსთან“ მომავალი შეხვედრისთვის ემზადება. ეს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.

ქრისტიან მალდინი ლეგენდარული მოთამაშე პაოლო მალდინის უფროსი ვაჟიშვილია. ბოლო წლების განმავლობაში უმცროსი მალდინი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა.

საინტერესოა რომ „მილანში“ ქრისტიანის ბაბუა - ჩეზარეც ასპარეზობდა, რომელმაც 1963 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა.