ძანეტი მინდორს ნოემბერში დაუბრუნდება

ძანეტი მინდორს ნოემბერში დაუბრუნდება

მიმდინარე წლის აპრილში მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” გაავრცელა ცნობა რომ დიეგო მარადონას თანამემამულე მკურნალობის კურსს ასრულებს.

ცნობილი გახდა რომ ორ კვირაში 40 წლის მცველი ვარჯიშს განაახლებს. მილანური გუნდის საექიმო შტაბის განცხადებით, ძანეტი ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეძლებს.

ხავიერ ძანეტი ფეხბურთელისთვის „საპენსიო ასაკის“ მიუხედავად პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

სამხრეთ ამერიკელი მილანის „ინტერში“ 1995 წლიდან ასპარეზობს. ამ გუნდის ღირსება 605 მატჩში დაიცვა და 12 გოლი გაიტანა. ძანეტი არგენტინის ეროვნულ გუნდში 1994-2011 წლებში თამაშობდა და 145 ჩატარებულ შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 5 გოლი მიითვალა.