ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს

ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს

ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს ხვდებიან. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

მას შემდეგ, რაც მოდელი და მსახიობი ერთად, ბოლო რამდენიმე დღეში, ნიუ-იორკში ორჯერ დააფიქსირეს, წყარომ გამოცემა People-ს გაუმხილა, რომ წყვილი დროს ერთად ატარებს და ერთმანეთის გაცნობის ფაზაში არიან.

„ერთად ერთობიან. ის დამოუკიდებელი და დაკავებული ქალია. მისი ყოველდღიურობა სავსეა პასუხისმგებლობებით. ამჯერად სერიოზული არაფერი ხდება“, - აღნიშნა წყარომ.

თუმცა, ამასთანავე ამბობენ იმასაც, რომ 28 წლის მოდელს 48 წლის კუპერი დიდი ხანია მოსწონს და შესაძლო მათმა ურთიერთობამ რომანტიკული სახეც მიიღოს.