რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ ლონდონის „ჩელსის“ პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ საფრანგეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემას შეძენა მოისურვა.
რამდენიმე დღის წინ „განსაკუთრებული“ ბატონ რომან აბრამოვიჩს შეხვდა და 25 წლის ფრანგი შემტევის ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა.
მიმდინარე სეზონი ბენზემასთვის არასახარბიელოდ დაიწყო. ესპანეთის პირველობაზე ქარიმმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე ორი გოლი მიითვალა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელის ასპარეზობით უკმაყოფილოა და კლუბის ხელმძღვანელობას მისი გასხვისება ან გაყიდვა სთხოვა.