ანჯელინა ჯოლი ატელიეს გახსნას გეგმავს

ანჯელინა ჯოლი ატელიეს გახსნას გეგმავს

ანჯელინა ჯოლი ატელიეს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Vogue ავრცელებს. მსახიობმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ტანსაცმლის ატელიეს, „ატელიე ჯოლის“ შექმნას გეგმავს. მისი თქმით, ატელიე „კრეატიული ინკუბატორი“ იქნება, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსი შექმნან. მომხმარებელს ატელიეში შეეძლება ძველი სამოსის მიტანა და შემდეგ მისი გადამუშავება.

„არ მინდა გავხდე დიდებული დიზაინერი, უბრალოდ მინდა მქონდეს ატელიე, სადაც ადამიანები იმდენს ისწავლიან, რომ შეძლებენ თავად გახდნენ დიდებული დიზაინერები. მინდა საკუთარი ცხოვრების ბევრი ასპექტი შევცვალო და ადამიანებს დავეხმარო”, - აღნიშნა ჯოლიმ.

ოსკაროსანი მსახიობის თქმით, ატელიე ოფიციალურად ნოემბერში გაიხსნება და გაეროს ლტოლვითა ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს.