რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც „სურსათის ბანკი“ ექნება

რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც „სურსათის ბანკი“ ექნება

ქვეყანაში მალე „სურსათის ბანკი“ ამუშავდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მოამზადა და უკვე დაამტკიცა კიდეც. დაცული, ხოლო საქველმოქმედო მიმართულება გაქტიურდება. ცვლილების თანახმად, საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება.

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა თანამდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 73 ხმით მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებებით ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ დაბალი რისკის პროდუქციის მოხმარება, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაშვებული იქნება. ეს კი მისცემს ბიზნეს სექტორს იმის საშუალებას, რომ აღნიშნული პროდუქტი არ გაანადგუროს და გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სურსათის ბანკებს.

კანონპროექტით, ბიზნესს საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემა, რაც შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით იქნება წახალისებული. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება, როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.

რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული რეგულაცია სექტორისთვის მისასალმებელია, რადგან თუ ადრე სურსათის დონაცია, დაბეგვრის გამო, ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო, კანონპროექტის მიღების შემდეგ სუპერმარკეტები ამისთვის დღგ-ს და მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

„სურსათის შეწირულობა აქამდე არახელსაყრელი იყო ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობდნენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრებოდა დღგ-ითა და მოგების გადასახადით.

მართალია, აქამდე ჩვენი ასოციაციის წევრები ასე თუ ისე ახერხებდნენ სურსათის დონაციას, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან ის გაყიდული პროდუქციის მსგავსად იბეგრებოდა და ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო. ვფიქრობ, სიახლე დიდი სტიმული იქნება არა მარტო საცალო, არამედ ჰორეკა სექტორისთვისაც, რათა ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.

სხვადასხვა ქსელურ მარკეტებს სხვადასხვა რაოდენობის სურსათის ჩამოწერა უწევთ, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მსოფლიოში 2019 წელს, დაახლოებით, 931 მლნ ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 26% სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან წარმოიქმნა. სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის არა დამატებითი ტვირთი, არამედ საქველმოქმედო ნაბიჯი გახდება და ნარჩენების შემცირებაც მოხერხდება“, - განუცხადა ქაშაკაშვილმა „კომერსანტს“.

„სურსათის ბანკის“ ცნება ახალია კანონმდებლობაში, ამ სტატუსის მიღება არსებულ ან ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის შოთა ბურჯანაძის თქმით, 21-ე საუკუნეში, პროდუქტის 1/3 ნაგავსაყრელზე იყრება.

„ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც „სურსათის ბანკს“ ჰქმნის. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ. საუბარია, არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ასეთი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად, გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ.

რაც შეეხება „ჰორეკას“ სექტორს, მათთვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. სამაცივრე მეურნეობა შესაქმნელია, რათა პროდუქტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ ეს მოიხმაროს ბენეფიციარმა. დაძრულია ეს კანონი და ნაბიჯი რადგან გადაიდგა, მისასალმებელია. თუ იმ ბაზის შევქმნით, სადაც ბენეფიციარები, მიიღებენ იმ დახმარებას, რაც სჭირდებათ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი სრულად 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

petrekupry ჯერ 2013 წელ;ს დაპირებული გაზსაცავები სადაა?
7 თვის უკან