რამდენიმე თვის წინ გამოჩენილმა შოტლანდიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა ოფიციალურად დაასრულა და მშობლიურ „მანჩესტერ იუნაიტედს“ საბოლოოდ დაემშვიდობა.
მიმდინარე სეზონის წინ მანჩესტერული გუნდი „ევერტონის“ ყოფილმა დამრიგებელმა დავიდ მოიესმა ჩაიბარა. სამწუხაროდ ახალი თავკაცის ხელში „იუნაიტედმა“ პრემიერლიგის პირველობაზე სუსტი სტარტი აიღო და ამჟამად სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფება.
რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში გავრცელდა ხმა რომ უახლოეს მომავალში სერ ალექსი „მანჩესტერ იუნაიტედს“ კვლავ დაუბრუნდება.
დღეს დილით გამოცემა „Mirror”-ის ჟურნალისტი ფერგიუსონს ესაუბრა, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ 27 წლის განმავლობაში ვიმუშავე. სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე და დიდ ფეხბურთში დაბრუნებას არ ვაპირებ. დავიდ მოიესი ჩინებული სპეციალისტია და გუნდს კრიზისული მდგომარეობიდან მალე გამოიყვანს. რაც შეეხება ჩემს მომავალს. აქტიურად ვისვენებ და მსოფლიოს ირგვლივ ვმოგზაურობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უკვე განვლილი ეტაპია.“ - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.