შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,მწვანე სასტუმრო“-ს მესაკუთრე - 1982 წელს დაბადებული თამარ ყ. და ამავე სასტუმროს ადმინისტრატორი - 1976 წელს დაბადებული თამარ მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).