ირაკლი კობახიძე: ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად

ირაკლი კობახიძე: ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად

ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები. სინამდვილეში სწორედ ამას ჰქვია საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან. მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის ამ საბოტაჟის მორიგი გამოხატულება. სწორედ იმიტომ არღვევს ის უხეშად კონსტიტუციას, რომ კიდევ უფრო წარმატებით განახორციელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. ამას ბუნებრივია ჩვენ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ევროპული მომავალი ნიშნავს სწორედ იმას, რომ სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს პირველ რიგში კონსტიტუციურ ჩარჩოებში და სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ უნდა არღვევდეს ქვეყნის უმთავრეს კანონს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.