სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაცია „კანვასის“ სერბმა წარმომადგენლებმა 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში, თბილისში მდებარე სასტუმრო „იბის“-ში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები, კერძოდ, ერთ-ერთი დიდ ჯგუფი გადაამზადეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ. გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნის და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს, აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე. აგრეთვე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვაზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე. საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილი იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არა ერთი დრამატული მაგალითი.